საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.
”დღეს ჩვენ საოცარ მოვლენას ვზეიმობთ - ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა ძველი და ახალი აღთქმა, ძველი და ახალი აღთქმის წმინდანები ერთად შეკრიბა. ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა წარსული და მომავალი, ღვთიური და ადამიანური ერთმანეთში. ეს არის დღესასწაული დიდი გმირობისთვის მომზადების, რადგან ამის მერე მაცხოვარი ეწამა ჩვენთვის. გილოცავთ ყველას და ყველა ყოფილიყავით ამ ძალის შედეგად მზად დიდი გამარჯვებისთვის”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად მცხეთაში, ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.