„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ცაგარეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ხელისუფლება საარჩევნო ადმინისტრაციის რესურსის გამოყენების მცდელობაში დაადანაშაულა.
მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მოუწოდა, არ დაუშვან და წინ აღუდგნენ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას „ქართული ოცნების“ აქტივისტებით.
მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბების მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად აპირებენ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას.
„გუშინ დამთავრდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უკვე წინასწარ ცნობილია კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა და უფრო მეტიც, წინასწარ ცნობილია საუბნო სააარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ (თავმჯდომარე, მდივანი, მოადგილე) პირთა ვინაობა, რასაც ზოგ შემთხვევაში ეგრეთ წოდებულ კონკურსში მონაწილე ხელისუფლების მიერ შერჩეული კანდიდატებიც არ მალავენ და ღიად საუბრობენ.
საოლქო საარჩევნო კომისიები გადაქცეული არიან პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბების დანამატად და ნოტარიალურ კანტორად, რადგანაც „ქართული ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბების მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად აპირებენ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას. „ქართული ოცნება“ ყველაფერში ბაძავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აგრძელებს მის სტილში მუშაობას.
მინდა შეგახსენოთ, თუ როგორ მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ამ რამოდენიმე თვის უკან, რასაც მოყვა პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება, როდესაც ყველა ვაკანტურ ადგილზე აირჩა „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომ საოლქო კომისიაში ჰყოლოდათ ისეთი უმრავლესობა, როგორიც შემდგომში მათ მისცემდა საარჩევნო უბნების მათი კარნახით დაკომპლექტების საშუალებას, რასაც წარმატებით ახორციელებენ.
ხელისუფლება ცდილობს გამოიყენეოს არა მარტო ადმინისტრაციული რესურსი, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის რესურსიც წარმატების მისაღწევად.
მივმართავ თხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვუწოდებ, რომ არ დაუშვან და წინ აღუდგნენ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას „ქართული ოცნების“ აქტივისტებით, რაც გამოიწვევს არჩევნებში ჩართული ყველა მხარის უნდობლობას, აზიანებს საარჩევნო გარემოს და მთლიანად ქვეყანას.
მივმართავ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, არჩევნებზე რეგისტრირებულ სადამკვირვებლო მისიებს და მედია საშუალებების წარმომადგენლებს, განახორციელონ დაკვირვება და მონიტორინგი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევაზე და მის დაკომპლექტებაზე“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.