მერაბ მეტრეველი: ბატონმა პაატამ მთხოვა, წასვლასთან დაკავშირებით ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებასო
19-08-2016, 04:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი მერაბ მეტრეველი აცხადებს, რომ პარტიაში დარჩენა-არდარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებს.

 

 

მეტრეველი ადასტურებს, რომ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა „სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩის”, ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”ახალი საქართველოს” გაერთიანებასთან დაკავშირებით. თუმცა, მისივე თქმით, "ცხელ გულზე" გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა.

 

 

"რამდენიმედღიანი პაუზა ავიღე და ალბათ, ორშაბათს მივიღებ გადაწყვეტილებას. გუშინ არც ვაპირებდი ამაზე საუბარს, მაგრამ რადგან პარტიის ლიდერმა გაახმაურა, მეც დავადასტურე საბოლოო ჯამში, რომ მქონდა უარყოფითი დამოკიდებულება ამ გაერთიანების მიმართ. უბრალოდ, ბატონმა პაატამ მთხოვა, რომ ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას, რამდენიმე დღე იფიქრე და მერე გადაწყვიტეო. არ მინდა განსაკუთრებული ზიანი მივაყენო პარტიას, შიდა განხილვების გარეთ გამოტანას არ ვაპირებ. მე მაქვს ჩემი არგუმენტები, თუ რატომაც ვიყავი წინააღმდეგი, ორშაბათს შეიძლება ვთქვა კიდეც რამდენიმე“, - აღნიშნა მერაბ მეტრეველმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი