ყოფილი პირველი ლედის, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადებით, ქვეყანაში გაჭირვება და სტაგნაციაა.
როგორც ყოფილმა პირველმა ლედიმ კორცხელში, მისი კანდიდატურის წარდგენისას აღნიშნა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 4 წელი არ იმყოფება და მისთვის გაუგებარია თუ რა უშლიდა ხელს მთავრობას, რომ ემუშავა და კარგი პროექტები განეხორციელებინა.
„დაახლოებით, 4 წელია, რაც პირველი ლედი აღარ ვარ და გვერდიდან ვუყურებ, თუ რა ხდება საქართველოში. ქველმოქმედებას ვეწევი. ახლა არის ლოდინის რეჟიმი ყველასთვის და არამარტო ჩემთვის, არამედ ხალხისთვის, ვინც გაჭირვებულია, ინვესტორისთვის, რომელიც ფულს არ ჩადებს ასეთ ქვეყანაში, რომელიც არ იცის საით მიემართება და ასევე მოლოდინის რეჟიმია რუსეთისთვის, თუ როდის ჩაბარდება ჩვენი ქვეყანა. რუსები ახლა დაკავებულები არიან უკრაინით, შემდეგ ისევ ჩვენთან მოვლენ. ამ 4 წელში შეიძლებოდა მუშაობა ახალი მთავრობისთვის, მიშა არ იყო ქვეყანაში და ვინ უშლიდა ხელს?! თუ არ უნდოდათ კარგი პროექტების გაგრძელება, თავისი გაეკეთებინათ რამე. რამე გაკეთდა?! მე ვერ ვხედავ. ქვეყანა გაჭირვებულია, სტაგნაციაა“, - აღნიშნა რულოვსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.