ეს არის კომპლექსურად პროტესტი, ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის ბოლო წლების მავნებლურ მუშაობაზე, - აცხადებს ”პარტიზანული მებაღეობის” ხელმძღვანელი ნატა ფერაძე, რომელიც თბილისის მერიასთან მესამე დღეა შიმშილობს.
ფერაძემ შიმშილობა ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის შემდეგ დაიწყო. მისი თქმით, "შიმშილობა გაგრძელდება იქამდე სანამ ჩვენ ამ მიზანს არ მივაღწევთ".
”არავინ ჩათვალოს, რომ ჩემი პროტესტი არის მხოლოდ ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრისკენ მიმართული. ეს არის კომპლექსურად პროტესტი, ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის ბოლო წლების მავნებლურ მუშაობაზე. დღემდე არ გვაქვს მიღებული პასუხი ვაკის პარკზე, სადაც სასტუმროს მშენებლობის საფრთხე იურიდიულად კიდევ არსებობს. მერიამ დღემდე ვერ უმკურნალა დაავადებულ ხეებს. მერია რასაც რგავს, არის კატასტროფა, რადგან ვერაფერს ახარებენ. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნა არის გადადგეს გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი და მოადგილე, რომელიც რეალური უფროსია. ჩვენ გვინდა სტრუქტურული ცვლილება, უნდა შეიქმნას საბჭო, სადაც იქნებიან დაინტერესებული ადამიანები, რათა პოსტფაქტუმ არ მოგვიწიოს ხეების „პანაშვიდზე“ სირბილი და წინასწარ გვეცოდინება სად რას აპირებენ. შიმშილობა გაგრძელდება იქამდე სანამ ჩვენ ამ მიზანს არ მივაღწევთ. სამი წელი კონსტრუქციული დიალოგებით და მიმართვებით ვეცადეთ ცვლილებებს, თუმცა ამას ვერ მივაღწიეთ და ეს უკვე არის ზღვარი. ასევე მოვითხოვთ დასჯას ვინც ნებართვა გასცა, ვინც ხელი მოაწერა რომ ეს ხე მოსაჭრელია. ასევე უნდა დაისაჯონ დამნაშავეები. ძალიან მოტივირებული ვარ. გაცილებით მძიმედ ვარ როცა სახლში ვარ უმოქმედოდ. ძალიან დიდ ენერგიას მაძლევენ ჩემი შვილები, ის ადამიანები ვინც აქ მოვიდნენ და ჩვენ შევძლებთ მოთხოვნების დაკმაყოფილებას”, - აღნიშნა ფერაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.