ყოფილი პირველი ლედის, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი დაპირისპირება არ უნდა.
ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ლედიმ კორცხელში, მისი კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რაც წინა ხელისუფლების დროს ცუდი მოხდა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აღარ განმეორდება.
„ძალადობა შეგხვდა კორცხელში, ჩვენ დავამარცხეთ, გავიმარჯვეთ სიმშვიდით და სიწყნარით. არანაირი დაპირისპირება არ გვინდა. მე მიშას ბევრჯერ ვესაუბრე, რომ თვალებში რომ ჩაგხედავ, მინდა ვიცოდე - რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდება“, - განაცხადა რულოვსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.