ნიკა მელია: კორცხელმა და სამეგრელომ რა პასუხიც გასცა 22 მაისს ივანიშვილს, ამავე პასუხს გავცემთ 8 ოქტომბერს
19-08-2016, 04:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ 2012 წლის არჩევნები დაუმსახურებლად არ წაგვიგია, წავაგეთ შეცდომებიდან გამომდინარე, არც ივანიშვილი წააგებს 8 ოქტომბერს შემთხვევით არჩევნებს“,-განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ კორცხელში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, სანდრა რულოვსის წარდგენისას.

 

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს 8 ოქტომბერს აუცილებლად გადაიყვანს ოპოზიციაში.

 

 

„ძალიან ამაყი ვარ, დღეს ვიყო ისევ კორცხელში. მე აქ შემხვდა რამდენიმე ადამიანი, ვისაც კალაძე-ივანიშვილის მიერ მოგზავნილი „ზონდერი სპორტსმენები“ უმოწყალოდ უსწორდებოდნენ 22 მაისს, მაგრამ კორცხელმა და სამეგრელომ რა პასუხიც გასცა 22 მაისს ივანიშვილს, ამავე პასუხს, ძალიან მშვიდობიანად, გავცემთ 8 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან. ჩვენ 2012 წლის არჩევნები დაუმსახურებლად არ წაგვიგია, წავაგეთ შეცდომებიდან გამომდინარე, არც ივანიშვილის წააგებს 8 ოქტომბერს შემთხვევით არჩევნებს. მაგრამ საქმე იმაში კი არაა, ვინ მოიგებს და ვინ წააგებს ამ არჩევნებს, საქმე იმაშია, ვინ დაიწყებს საქმის კეთებას 9 ოქტომბრიდან და ვინ დაძლევს კრიზისს. ბატონ ივანიშვილს, მილიარდერ ოლიგარქ ივანიშვილს აქედან, კორცხელიდან ვეუბნებით, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად გადავიყვანთ ოპოზიციაში, მშვიდობიანად და დავთესავთ სიყვარულს, გავითვალისწინებთ ყველა იმ შეცდომას, რომელიც გვქონდა. სამეგრელოს შვილი ვარ მე და ზუსტად კარგად ვიცი, ბევრი კარგი საქმე ვაკეთეთ, მაგრამ ბევრი შეცდომაც დავუშვით და ამ შეცდომას არავითარ შემთხვევაში არ გავიმეორებთ და სიყვარულით ავაღორძინებთ ამ ქვეყანას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი