ილია მეორე: ყოველი ჩვენთაგანის მიზანია მოვიპოვოთ ის სულიერი ხელთუქმნელი ნათელი, რომელიც აქვს ჩვენს უფალს იესო ქრისტეს
19-08-2016, 04:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოველი ჩვენთაგანის მიზანია მოვიპოვოთ ის სულიერი ხელთუქმნელი ნათელი, რომელიც აქვს ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მცხეთაში, ფერისცვალების დედათა მონასტერში ქადაგებისას.

 

 

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და უფლის ფერისცვალების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

”იესო ქრისტემ თაბორის მთაზე სამი მოციქული - პეტრე, იაკობი და იოანე წაიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა, მისი სამოსელი გაბრწყინდა ვითარცა მზე და ნათელი იქმნა”. უწმინდესმა საუბრისას აღნიშნა, რომ მაცხოვარმა მოციქულებს ის დიდება უჩვენა, რის ნახვასაც ისინი დაიტევდნენ", - ბრძანა უწმინდესმა.

 

 

ქადაგების შემდეგ პატრიარქმა სამღვდელოება დააჯილდოვა: დეკანოზი გიორგი მამალაძე მეორე ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა, მღვდელი ანდრია აფხაზაშვილი დეკანოზობით და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა, ხოლო მღვდელი დავით ქლიბაძე დეკანოზობით და ოქროს ჯვრით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი