„კორცხელი არის სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელიც მაისში მოვიპოვეთ და ამ მომენტიდან, კორცხელი იქნება სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელსაც მოვიპოვებთ აქაც, ზუგდიდშიც, სამეგრელოშიც და მთელს საქართველოში, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი ცხოვრობდეს უკეთ“, -განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, კორცხელში, ზუგდიდის რაიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის წარდგენისას.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ზუგდიდის რაიონს საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი რჩეული ეყოლება.
„ყველა ჩვენგანმა გავიგეთ ძალიან გასახარი ამბავი, არამხოლოდ ზუგდიდისთვის, სამეგრელოსთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის, რომ ზუგდიდის რაიონს, საქართველოს პარლამენტში ეყოლება საკუთარი რჩეული, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, იქნება სანდრა რულოვსი. ჩვენ ყველას გვესმის რამდენად სიმბოლურია ადგილი, სადაც დღეს ვართ, რამდენად სიმბოლურია კორცხელი“,-განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის მიზანია იმ იდეალების დაბრუნება, რომელსაც ემსახურებოდა 10 წლის განმავლობაში.
„ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის, სანდრასი, ნიკასი, ჩემიც, არის ძლიერი და ფეხზე დამდგარი საქართველო. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანი არის მოგვარებული პრობლემები და უკეთ მაცხოვრებელი ოჯახები. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანი არის დასაქმებული ადამიანები და ქვეყანა, სადაც ხალხი ცხოვრობს ნორმალურად და კარგად. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანია, იმ უკუსვლის და შავ-ბნელ წარსულში დაბრუნების გაჩერება, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანია იმ იდეალების დაბრუნება, რომელსაც ვემსახურებოდით და ყველას გვჯეროდა წინა 10 წლის განმავლობაში და ასეთი მიზნებით აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.