"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მთავრობის გადაყენების გზებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ეძებს და ფიქრობს თუ "რა ფორმებით შეიძლება ეს პრაქტიკულად უუნარო და ნდობადაკარგული მთავრობა შეიცვალოს", - ამის შესახებ ალასანიამ გადაცემა "თეორემაში" ისაუბრა.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერის თქმით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად, მისმა ფრაქციამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად დამატებით 18 დეპუტატის დარწმუნებაზე უნდა იმუშაოს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა გვიფიქრია, რა ფორმებით შეიძლება ეს პრაქტიკულად უუნარო და ნდობადაკარგული მთავრობა შეიცვალოს. პირველ რიგში, ბუნებრივია, როცა ეს კრიზისი მწვავდება და არ ჩანს არანაირი პირი იმისა, რომ ამათ აქვთ ანტიკრიზისული გეგმა, გამოსავალი, ამაზეც შეიძლება ფიქრი და შემდეგ ნაბიჯზეც, შემდეგ რა უნდა მოყვეს ამას.
ამიტომ, გამორიცხული არაფერი არ არის. მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ რაც გვაინტერესებს, ჩვენი ფრაქციაც და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც ახლა უკვე სერიოზულად მოთხოვენ ეკონომიკურ გუნდს კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის დადებას და ეს უნდა მოხდეს უახლოეს პერიოდში, რადგან რამდენი დღეც გადის, უფრო და უფრო უარესდება თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრების პირობები", _ განაცხადა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.