ზაქარია ქუცნაშვილი: პაატა ბურჭულაძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეობასთან ალიანსის გაფორმება, პარტიას სერიოზულ ზიანს მიაყენებს
19-08-2016, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩის”, ”ახალი მემარჯვენეების” და ”ახალი საქართველოს” ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

 

მისი შეფასებით, გამართლდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ პაატა ბურჭულაძის გუნდი სიმპატიურად იყო განწყობილი “ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობისადმი.

 

 

“ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობასთან პოლიტიკური ალიანსის შექმნით დადასტურდა ჩვენი მოსაზრების სისწორე, მაგრამ ეს მათი უფლება და მათი არჩევანია. ამასთან, ბუნებრივია, ის ადამიანები, ვისაც არ სჯეროდა, რომ პაატა ბურჭულაძე “ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობას შეეკვრებოდა, განაწყენებული არიან – საკუთარი თავის მოტყუება ბევრს არ სურს და პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მათი რეაქცია, სწორია. თუკი პაატა ბურჭულაძის მიზანი პროდასავლური ნიშნით გაერთიანება იყო, ამ შემთხვევაში არსებობს “რესპუბლიკური პარტია“, “თავისუფალი დემოკრატები“ და ინდივიდუალურად ბევრი სხვა ისეთი პილიტიკოსი, რომლის პროდასავლური ორიენტაცია ეჭვს არ იწვევს, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი. ამის მიუხედავად, მან პოლიტიკური ალიანსი “ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობასთან გააფორმა, რითაც პარტია სერიოზულ ზიანს მიიღებს“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი