"ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის დასახელებას ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილს, საარჩევნოდ ცოლს დააყენებს, საყვარელს თუ ნათესავებს, მაინც არაფერი უშველის, - განაცხადა ქანთარიამ.
ქანთარია მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს ოდესიდან მართავს, მაგრამ მისი საარჩევნო აქტიურობის მიუხედავად, პარლამენტში უმრავლესობას „ქართული ოცნება“ მოიპოვებს.
თუმცა , ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურის გამართვა.
„მეორე ტურების ალბათობა არსებობს, რადგან საარჩევნოდ ერთი ხმის გაყალბებასაც არავინ შეეცდება“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.