პარლამენტის საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა.
კომიტეტის 15 წევრიდან დღეს პარლამენტში მხოლოდ 5 დეპუტატი მივიდა. საკომიტეტო სხდომის გახსნისთვის კი სულ მცირე 8 დეპუტატის იყო საჭირო.
კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ის მომავალ კვირასა გამოაცხადებს საკომიტეტო მოსმენის გამართვის ახალ თარიღს.
სხდომის ჩაშლას მცირე შეკამათება მოჰყვა "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელს, გიორგი ახვლედიანს და უმრავლესობის წევრს, ნუკრი ქანთარიას შორის.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დღევანდელ სხდომაზე უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით "დემოკრატიული მოძრაობის" საინიციატივო ჯგუფი უნდა დაერეგისტრირებინა და მათთვის ხელმოწერების შეგროვების უფლება მიეცა.
ქანთარიამ საინიციატივო ჯგუფის საკონსტიტუციო პროექტს "ფარსი" უწოდა და ახვლედიანს მიმართა, რომ აღნიშნული ინიციატივით მომავალ პარლამენტს მიმართონ, თუკი მათ ოქტომბრის არჩევნებში სათანადო მხარდაჭერა ექნებათ.
თავის მხრივ, ახვლედიანმა სხდომის ჩაშლა უმრავლესობის პასუხისმგებლობად შეაფასა და განაცხადა, რომ პარლამენტი საინიციატივო ჯგუფს ხელმოწერების შესაგროვებლად პრობლემას ხელოვნურად უქმნის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.