საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა. არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განკარგულება ასევე კონტრასიგნირებულია პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ.
”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის მთელ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში მოქმედი მერები, გამგებლები და საკრებულოს წევრები წარადგინა. ეს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იწვევს.
”საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, თუკი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, შუალედური არჩევნები უახლოეს მაისში ან ოქტომბერში ტარდება, იმ პირობით, რომ შესაბამისი თვის ბოლომდე 60 დღე მაინც უნდა იყოს დარჩენილი. ამ შემთხვევაში საუბარია ოქტომბერზე, ოქტომბრის ბოლომდე კი, 60-დღეზე მეტია დარჩენილი. იმავდროულად, ”საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა ცესკო განკარგულებით შუალედური არჩევნების თარიღს ნიშნავს. 8 ოქტომბრამდე არა უგვიანეს 50-ე დღე არის 19 აგვისტო.
რაც შეეხება გამგებლებისა და მერების რიგგარეშე არჩევნების საკითხს, კანონის მიხედვით, მერის ან გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრის კონტრასიგნაციით. ეს ხდება მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უადრეს მე-8 და არა უგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 50-ე დღისა და ეს დღე 8 ოქტომბრამდე არის 19 აგვისტო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.