“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის, გიორგი ახვლედიანის აზრით, პარლამენტი “უბლოკო სტატუსთან“ დაკავშირებით შექმნილ საინიციატივო ჯგუფს პრობლემებს ხელოვნურად უქმნის, რათა მან საკონსტიტუციო ინიციატივის პროექტზე ხელმოწერების შეგროვება ვერ შესძლოს.
“უბლოკო სტატუსის“ საინიციატივო ჯგუფის პროექტთან დაკავშირებით, ჯერ იყო და ბიუროს სხდომა ჩავარდა. მაშინ ჩავთვალეთ, რომ ეს ტექნიკური მიზეზით მოხდა და მომხდარს პოლიტიკური შეფასება არ მივეცით, მაგრამ დღეს იგივე განმეორდა. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრების მხრიდან, რომლებიც კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადნენ და მათი პირდაპირი მოვალეობა არ შეასრულეს. გვიჩნდება ეჭვი, რომ ეს ადამიანები ამას შეგნებულად აკეთებენ, რათა “დემოკრატიულ მოძრაობას“ არ მოგვცენ ბლანკი, რითაც ხელმოწერების შეგროვება უნდა დავიწყოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ახვლედიანმა.
პარლამენტის საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა. კომიტეტის 15 წევრიდან დღეს პარლამენტში მხოლოდ ხუთი მივიდა. საკომიტეტო სხდომის გახსნისთვის სულ მცირე 8 დეპუტატის ყოფნა იყო საჭირო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.