დავით საგანელიძე ვერ აკონკრეტებს ექნება თუ არა ნინო გვენეტაძეს უმრავლესობის მხარდაჭერა
17-02-2015, 07:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტმა კანდიდატურა უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ დაასახელა და ამდენად, მას გაუჭირდება იმის თქმა ექნება თუ არა ნინო გვენეტაძეს უმრავლესობის მხარდაჭერა.

 


"უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის კანდიდატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა. პრეზიდენტთან დღეს დილითაც გახლდით. ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელზეც მე ადრეც გავაკეთე განცხადება, რომ მის მიერ დასახელებული ყოფილიყო ორი-სამი კანდიდატურა მაინც, რათა უმრავლესობას, კოალიციას ჰქონოდა მათ შორის საუკეთესოს ამორჩევის საშუალება, ვისაც მეტი მხარდაჭერა ექნებოდა. სამწუხაროდ ეს პრეზიდენტის მიერ უარყოფილ იქნა. მან მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი კანდიდატურის დასახელების შესახებ. შეთანხმებისამებრ, რომ კანდიდატურა კოალიციასთან შეთანხმებული ყოფილიყო, რომ ჩვენ გვცოდნოდა რა მასშტაბის მხარდაჭერა ექნება ამ კანდიდატს, მას შევთავაზე, რომ კანდიდატურა განხილული იქნებოდა კოალიციაში და მას ექნებოდა ინფორმაცია კოალიციის მოსაზრების თაობაზე, რის შემდეგაც უმჯობესი იქნებოდა გაეკეთებინა უკვე ოფიციალური განცხადება და კანდიდატურა ოფიციალურად წარმოედგინება. სამწუხაროდ, ბატონმა პრეზიდენტმა შეთანხმების ეს ნაწილიც უარყო და მან მიიღო გადაწყვეტილება დაესახელებინა მხოლოდ ერთი კანდიდატურა. ეს მისი უფლებაა და მისი გადასაწყვეტია. შესაბამისად, საკითხი კოალიციაში და უმრავლესობაში განხილული არ ყოფილა, შეთანხმებული არ ყოფილა და ძალიან გამიჭირდება კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაცვლად საუბარი. უახლოეს ხანებში კოალიცია საკითხს აუცილებლად განიხილავს და იმედია ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბდება", – განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი