აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის მკვიდრმა, ზაზა ხარჩილავამ 1.03 ჰა ფართობზე ადგილობრივი ჯიშის თხილის სანერგე მეურნეობა გააშენა.
მეურნეობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, ლევან შონიამ და პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარიანა მორგოშიამ დაათვალიერეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფერმერი ზაზა ხარჩილავა პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. თხილის სანერგე მეურნეობის შექმნისთვის ბენეფიციარმა განახორციელა 23 000 ლარზე მეტი ინვესტიცია, საიდანაც ნახევარი - 11,500 ლარი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან მიიღო. 1.03 ჰა ფართობზე გაშენებულ მეურნეობაში 25 600 ადგილობრივი ჯიშის (ანაკლიური) თხილის ნერგია გამოყვანილი.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 2 სანერგე მეურნეობაა დაფინანსებული.
„ქვეყნის მასშტაბით, პროექტის ფარგლებში ხეხილის ახალი ბაღები 1,478 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 7,5 მილიონ ლარს აღემატება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. პროგრამის მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.
აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს“,-ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.