ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ცეცხლაურის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში ორსართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა, რომელიც შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.
"სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. ინფარსტრუქტურული ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 290 043 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს „ნიკა“ აწარმოებს. პროექტის დასრულება ნოემბრის თვეში იგეგმება", - აცხადებენ გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.