”ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი, ნუკრი ქანთარია პარტიიდან ნანა ყეინიშვილის წასვლაში ტრაგედიას ვერ ხედავს.
”თუ დატოვა ეს არ არის დიდი ტრაგედია ”ქართული ოცნებისთვის”. არ დაგვჭირდება ამისთვის მოსასულიერებელი კაპლები”, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ყეინიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„დავტოვე „ქართული ოცნება“ და მე ვარ პარტია „ჩვენების“ წევრი და ამ საპარლამენტო არჩევნებში ნანა ყეინიშვილი გამოვა პარტია „ჩვენებით“. მე ამაყი ვარ, რომ წამოვედი „ქართული ოცნებიდან“. ჩემი წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი გუნდის წევრებზე ვთქვა, რომ ისინი არ ვარგოდნენ და მე ვარ კარგი, ყველას ვუდასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას, ასევე, მინდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, რაც 2012 წლიდან დღემდე მისი ხელმძღვანელობით მოხდა საქართველოში. დიახ, მოხდა ფერიცვალება და რეჟიმი ვითომ დამთავრდა 2012 წელს, მაგრამ რაღაც ბზარი შეეპარა ჩემს დამაჯერებლობას, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ იმერეთიდან დაიწყო, მერე სხვადასხვა რეგიონებში და თბილისში გააგრძელა იგივე, როდესაც მაჟორიტარების თითქმის ნახევარი შემოვიდნენ „ნაციონალები“. ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყვნენ დეპუტატები 2012-დან 2016 წლამდე, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა - რატომ? რა დამსახურებისთვის? მათი წარსული გაირეცხა და გასუფთავდა თუ რა მოხდა?“ - განაცხადა ყეინიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.