"ჩემთვის მთავარი და ამოსავალი, საპატივცემულო არის ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაბამისად მე მას პატივს ვცემ, მაგრამ მე პატივს ვცემ უკრაინის სუვერენიტეტსაც და არ ვაპირებ, რომ კომენტარი გავაკეთო უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით", - ეს კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში მაღალ პოსტებზე "ნაცმოძრაობის" ლიდერების დანიშვნებთან დაკავშირებით გააკეთა.
"ჩემთვის მთავარი და ამოსავალი, საპატივცემულო არის ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაბამისად მე მას პატივს ვცემ, მაგრამ მე პატივს ვცემ უკრაინის სუვერენიტეტსაც და არ ვაპირებ, რომ კომენტარი გავაკეთო უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა იმასაც ვაფიქსირებ, რომ გარკვეული უხერხულობა შესაძლოა ამ ვითარებამ დააყენოს. უკრაინის მთავრობას აქვს საკუთარი ხალხისგან მანდატი, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოსთან. ქართველ ხალხსც აქვს მანდატი, რომ უკრაინელ ხალხს დიდი სიყვარული და მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ასე რომ ვფიქრობ, ორივე მხარე მოვახერხებთ ამ უხერხულობის გაღვივებას შესაძლებლობა არ მივცეთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება უკრაინაში საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების ვიზიტს, პრეზიდენტის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ძალიან სერიოზულად განიხილება.
"ძალიან სერიოზულად განვიხილავთ უკრაინაში ვიზიტს იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ახლო მეგობარ ქვეყანას მუდმივად სჭირდება საქართველოს გვერდში დგომა და ყველა შემთხვევაში, როცა გვეძლევა ამის შესაძლებლობა, აღნიშნულს ვაფიქსირებთ. ვიზიტის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ამაზე ვმუშაობთ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.