ყოფილი პირველი ლედის, „ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადებით, ის საქართველოში პირველად ქუთაისში ჩავიდა და სწორედ ქუთაისის დამსახურებაა, რომ მას საქართველო შეუყვარდა.
ამის შესახებ სანდრა რულოვსმა ქუთაისში განაცხადა, სადაც პარტიამ საარჩევნო სიის პრეზენტაცია გამართა.
მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია ქვეყნის კურსი შეცვალოს.
„თქვენ იცით, როგორ მიყვარს ქუთაისი. პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში, აქ ვიყავი და ზუსტად ქუთაისის დამსახურებაა, რომ საქართველო შემიყვარდა. ერთი წლის თავზე, როცა ქართველი კაცი შემხვდა საფრანგეთში, მიშამ იმიტომ მომხიბლა, რომ საქართველოდან იყო და ქუთაისთან იყო ასოცირებული. მადლობა მინდა ვუთხრა ნდობისთვის. მე ახალი დაბადებული პოლიტიკოსი ვარ დღეს - ფერისცვალების დღეს. გილოცავთ ფერისცვალებას. მე მჯერა ჩვენი გუნდის ღირსეული წევრების. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის კურსი შევცვალოთ, რადგან ყველანაირად ჩანს, რომ არ გამოუვიდათ. უნდოდათ, ჩვენ ვაცადეთ, მოველოდით რაღაცას, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი არაფერი გამოუვიდათ. ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ. ნამდვილად გვინდა, რომ კურსი ისევ შევცვალოთ, გავაგრძელოთ პროგრესი, წინსვლა საქართველოსი. ღირსეულ თანაგუნდელებთან ერთად გავაკეთებთ და 9 ოქტომბერს საქმეს შევუდგებით”, - განაცხადა რულოვსმა.
სანდრა რულოვსი დღეს, ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.