ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ გელაურის დასახლებაში ჯაიანების საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სოციალურად დაუცველი ოჯახს, რომელიც 2012 წლის მიწისძვრის შედეგად დაზარალდა, სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 30 ათასი ლარი ჩაერიცხა.
მათივე ცნობით, თანხა 2012 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოიყო.
"2012 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა მუნიციპალიტეტში იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიზანია სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
სოციალური პროგრამის განხორციელებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 137 933 ლარი, ხოლო გამგებლის სარეზერვო ფონდიდან 73 637 ლარი გამოიყო. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიწისძვრით დაზარალებული 134 საცხოვრებელი და 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო 14 ოჯახზე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის კომპენსაციები გაიცა. პროგრამის ფარგლებში ასევე აშენდება ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც 11 ოჯახი შესახლდება", - აცხადებენ გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.