საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს. ალექსანდრე ჯეჯელავამ პირველი შეხვედრა ახალციხეში გამართა და ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ორსაათიანი შეხვედრის მანძილზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ყველა მოსალოდნელ სიახლეზე, სკოლის კიდევ უფრო განვითარების, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა თუ, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილ პროექტებზე.
ჯეჯელავა დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტსაც ესტუმრა, სადაც საქართველოს სკოლებში 2017–2023 წლებისთვის განსაზღვრული ახალი სასწავლო გეგმა წარმოადგინა. მინისტრი ასევე შეხვდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელს ედუარდ აღასარიანს, მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში სამველ პეტროსიანს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლებს.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სკოლების პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მინისტრის პოსტზე მოვალეობის შესრულების პირველივე დღიდან მან პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრები დაიწყო, რათა სკოლების პრობლემას უშუალოდ გასცნობოდა. "მთავარი პირები უნდა იყვნენ მოსწავლეები, შემდეგ პედაგოგები, დირექცია და აშ.", – აღნიშნა მინისტრმა.
თავის გამოსვლაში მინისტრი განსაკუთრებით შეეხო განათლების ზოგად საკითხებს და ყურადღება გაამახვილა იმაზე რომ ახალი თაობა დიდ დროს უთმობს ინტერნეტს და საჭიროა, რომ სისტემა მათზე იყოს მორგებული.
პედაგოგების შესახებ საუბრისას კი ჯეჯელავამ თქვა: "ჩვენ უფრო ღირსეული უნდა გავხადოთ მასწავლებლების შრომა, დავიყვანოთ ყველა პრობლემა მინიმუმამდე არა სიტყვებით, არამედ საქმით".
შეხვედრის დასასრულს მინისტრმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.