აშშ-სა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგი გაღრმავდება
17-02-2015, 08:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატები 100%-ით უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის შეხვედრაზე აღინიშნა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 


პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტს, როგორც საქართველოს უპირველესი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებას.

 


მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ფართო სპექტრზე ისაუბრეს, მათ შორის ეკონომიკურ–სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის შსს-სა და პროკურატურაში გასატარებელ ცვლილებებზე. ამერიკული მხარის მიერ გამოითქვა მზაობა აღნიშნულ პროცესებში ამერიკელი ექსპერტების ჩართვისა.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებში მიღწეული პროგრესი და რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების პროცესი.

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მისი განმარტებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

 


„ამერიკის მხრიდან ჩვენ მივიღეთ მკაფიო ხაზგასმა პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის გაფართოებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით. ასევე სრულფასოვნად ამოქმედდება ყველა ის საკითხი, რომელიც მკაფიოდ არის გაწერილი აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში. იყო დეტალური საუბარი იმ რეფორმებზე, რომელიც შსს-ში და პროკურატურაში მიმდინარეობს და ამერიკული მხარის მიერ გამოითქვა პროცესებში ექსპერტების ჩართვის სურვილი,“– განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი