თურქული ხომალდი გონიოში ორი ჯარისკაცის სამძებრო ოპერაციაში ჩაერთო
20-08-2016, 01:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოს სანაპიროსთან მყოფ თურქულ ხომალდ Minehunter-ზე იმყოფება. თურქეთის სასაზღვრო ძალების 650 ტონიანი სამძებრო ხომალდი, რომელიც სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი, გონიოს სანაპიროზე 07:00 საათზე შევიდა.

 

 

ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და სანავიგაციო რადარით არის აღჭურვილი. ლევან იზორია ხომალდზე თურქეთის გენერალურ კონსულთან, იასინ თემისკანთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად ავიდა.

 


თურქულმა ხომალდმა ძებნის ოპერაცია უკვე დაიწყო. გონიოს სანაპიროზე იმყოფებიან წვრთნების დროს დაკარგული იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის მშობლები და ნათესავები.

 

 

"მადლიერი ვარ თავდაცვის მინისტრის, შეასრულა დაპირება, გემი შემოვიდა და მომეცა იმედი, რომ ჩემი შვილი წყალში არ დარჩება, მოიძებნება", - აღნიშნა ვლადიმერ შარაძემ.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ორი კურსანტი 16 აგვისტოს გონიოში წვრთნების დროს წყალში დაიკარგა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი