გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა წიაღით უკანონოდ სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის ტერიტორიაზე, მდინარე გუბისწყალზე შპს „სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში-ზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული სამთო მოპოვებითი სამუშაოები ნაწარმოებია ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის ფარგლებს გარეთ. ლიცენზიის მფლობელმა უკანონოდ მოიპოვა 11260,18 მ3 მოცულობის სასარგებლო წიაღისეული ქვიშა-ხრეში. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 11460,18 ლარი შეადგინა.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონულ სამმართველოში", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.