გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
"ყვარლისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადამოწმების მიზნით გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული წიფლისა და რცხილას სახეობის ხე-ტყე.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს სათანადო დოკუმენტაცია. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს", - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.