თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ თურქული ხომალდის მუშაობასთან დაკავშირებით, გონიოში დაკარგული სამხედროების მშობლები საქმის კურსში ჩააყენა.
მინისტრის განმარტებით, ხომალდი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას ხელს უწყობს. მისი თქმით, თურქული ეკიპაჟი გონიოში მინიმუმ სამი დღის განმავლობაში განახორციელებს სამძებრო ოპერაციებს, საჭიროების შემთხვევაში კი დრო გახანგრძლივდება.
"გავეცანი თურქულ ეკიპაჟს, ძალიან მაღალკვალიფიციური ეკიპაჟია. თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, ხომალდი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ამ ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას. ისინი ჩამოსულები არიან მინიმუმ სამი დღით, თუმცა იმის პირობასაც იძლევიან, რომ თუ არ გვექნა კონკრეტული შედეგი, გახანგრძლივდება პერიოდი და მაქსიმუმს გააკეთებენ. განწყობა არის ისეთი, რომ სანამ არ იქნება კონკრეტული შედეგი ისინი მუშაობას არ შეწყვეტენ. თუ არ დადგება შედეგი გვეტყვიან თუ რა არის კონკრტული მიზეზი. გარკვეული მეთოდოლოგია სჭირდება სამძებრო სამუშაოებს. უკვე განსაზღვრეს თუ რა რადიუსში უნდა იქნეს მოძებნილი ობიექტი და შეუდგნენ მუშაობას", - აღნიშნა ლევან იზორიამ.
თურქეთის სასაზღვრო ძალების 650 ტონიანი სამძებრო ხომალდი Minehunter, რომელიც სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი, გონიოს სანაპიროზე 07:00 საათზე შევიდა. ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და სანავიგაციო რადარით არის აღჭურვილი.
თავდაცვის სამინისტროს ორი კურსანტი 16 აგვისტოს გონიოში წვრთნების დროს წყალში დაიკარგა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.