სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სრულიად საქართველოს ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიერ მოპოვებულ კიდევ ერთ ოლიმპიურ ოქროს მედალს ულოცავს.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. დღეს ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვართ ყველანი. ვფიქრობ, ქართველებზე ბედნიერი ამ წუთებში ალბათ არავინაა.
ვულოცავ ყველას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა თავად ოლიმპიურ ჩემპიონს, ლადო ხინჩეგაშვილს, სამწრთნელო შტაბს, ფედერაციას, გულშემატკივარს.
დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ უდიდეს წარმატებაში. დღეს ამაყები ვართ ყველანი, ასეთი ბედნიერი წუთები ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება“, - აცხადებს ხეჩიკაშვილი.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ამ ეტაპისათვის 6 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო აქვს მოპოვებული. ოლიმპიური ჩემპიონი 16 აგვისტოს ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა, ვერცხლი ძიუდოისტ ვარლამ ლიპრატელიანის ანგარიშზეა, 3 ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბ/რ ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.