უზომო სიხარულს ვგრძნობ, კარიერაში უმაღლეს მწვერვალს რომ მივაღწიე და ჩემი ქვეყნის და გულშემატკივრის გახარება შევძელი, - განაცხადა მსოფლიოს და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, რიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„განსაკუთრებულად ბედნიერი და გახარებული ვარ. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მაქვს მოგებული, თუმცა მთავარი მიზანი და ოცნება, რა თქმა უნდა ოლიმპიური ჩემპიონობა იყო. 2012 წელს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის პრიზიორი გავხდი, ახლა კი უზომო სიხარულს ვგრძნობ, კარიერაში უმაღლეს მწვერვალს რომ მივაღწიე და ჩემი ქვეყნის და გულშემატკივრის გახარება შევძელი.
ოლიმპიური თამაშებისათვის ყველანაირად კარგად ვიყავი მომზადებული, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. რიოში ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრები მქონდა, მოწინააღმდეგეებიც ძლიერები იყვნენ, ჩემთვის ასევე არ ყოფილა მოულოდნელობა იაპონელი მოჭიდავის ფინალში გასვლაც, მეტოქე ძალიან კარგ ფორმაში იყო, ვაფასებ მის შემართებას, მაგრამ როგორც ნახეთ ყველას დამარცხება შევძელი და ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი“ - აღნიშნა ხინჩეგაშვილმა.
ხინჩეგაშვილს ოლიმპიური ოქროს მოპოვება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტელეფონით მიულოცა.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ამ ეტაპისათვის 6 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო აქვს მოპოვებული. ოლიმპიური ჩემპიონი 16 აგვისტოს ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა, ვერცხლი ძიუდოისტ ვარლამ ლიპრატელიანის ანგარიშზეა, 3 ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბ/რ ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.