გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პასუხობს
17-02-2015, 09:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით გამოხატულ პრეტენზიას არ იზიარებს და აცხადებს, რომ პროცესი ძალზე დემოკრატიულად და გამჭვირვალედ წარიმართა.
 


"მიმაჩნია, რომ ეს პროცესი იყო ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და გახსნილი პროცესი საერთოდ რაც ახსოვს ქართველ საზოგადოებას და განსაკუთრებით სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით. გახსნილობასთან ერთად, მე ხაზს ვუსვამ იმას, რომ მთელი საზოგადოება ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, თუ ვინ იქნებოდნენ კანდიდატები და მეტიც, დასახელება მოხდა თავად საზოგადოების მხრიდან და, შესაბამისად ძნელია იმის თქმა, რომ ვინმე რამეზე არ იყო ინფორმირებული, როცა ასეთი ღია პროცესი მიმდინარეობდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


გიორგი მარგველაშვილის თქმით, ასეთი ღია პროცესის შედეგად არასდროს დასახელებულა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. "მეტიც, კანდიდატის დასახელებისას ნათლად დავეყრდენი იმ კრიტერიუმებს, რომელიც მივიღე პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ჯგუფებისგან. შესაბამისად, ძნელია იმის თქმა, რომ ვინმე არ იცნობს ნინო გვენეტაძეს საქართველოში ან ვინმესთვის არ არის ცნობილი, რა კრიტერიუმებით დავასახელე მე ის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა დავით საგანელიძის განცხადების კომენტირებისას.

 

 

კომენტარები: 1
#1   სოსო
      
რას ნიშნავს "გამჭვირვალე"?... "კითხვადი"?...ბ

რატომ შლიან კომენტარს?!!!
18 თებერვალი 2015 01:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი