ზურაბ ჯაფარიძე: დღეიდან გადავდივართ აქტიური საარჩევნო კამპანიის რეჟიმში
20-08-2016, 04:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კოალიცია დღეიდან აქტიურ საარჩევნო კამპანიაში გადადის.

 


”დღეს გვქონდა შეხვედრა ოთხივე პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან. გარკვეული განმარტებები გავაკეთეთ დღევანდელ შეხვედრაზე თუ რატომ მოხდა გაერთიანება, რა არის გადაკვეთის წერტილები და რა მიზნები გვამოძრავებს. დღეიდან გადავდივართ აქტიური საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, რაც გულისხმობს იმას, რომ მომდევნო დღეებში დეტალურად გაიწერება მოქმედების გრაფიკი. ორშაბათიდან საზოგადოება დაინახავს ჩვენ აქტივობას გაცილებით უფრო მეტად”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

 

პოლიტიკური მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა დღეს თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

 

ლიდერებმა თანაპარტიელებს წინა საარჩევნო სამოქმედო გეგმა გააცნეს, ასევე თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან საარჩევნო პროგრამის ძირითადი ნაწილები განიხილეს და თბილისის მაშტაბით კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმეს.

 

 

პარტიაში აქტიურად მიმდინარეობს განხილვები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ახალ სიაზე. შეხვედრას გიორგი ვაშაძე, მამუკა კაციტაძე და ზურაბ ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 4
#4   ია ჩხაიძე
      
ძალიან კარგია, თავდაუხრელი შრომით მიიღწევა წარმატება!
20 აგვისტო 2016 05:46
#3   მერაბი
      
ძალიან მეიმედებით
20 აგვისტო 2016 05:37
#2   გიორგი
      
ძალაინ კარგი ერთრიანი ძალებით უნდა მოვიშიშოროთ უმაქნისი ოცნება თავიდან
20 აგვისტო 2016 05:26
#1   დიტო
      
წარმატებას გისურვებთ!
20 აგვისტო 2016 05:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი