მამუკა კაციტაძე: ის საყოველთაო აგონია, რაც გამოიწვია ამ ბლოკის შექმნამ მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან სერიოზული და ბრძოლისუნარიანი ბლოკი შეიქმნა
20-08-2016, 04:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკა არის ბრძოლა, არჩევნები არის ომი, ომში დემოკრატია ნაკლებად არის, ომში არსებობს ვერტიკალი და ამ ვერტიკალის და გადაწყვეტილების შესაბამისად კონკრეტული მოქმედებები, - განაცხადა კოალიცია ”სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთმა, ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

 


”2 დღის წინ მივიღეთ უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ბლოკის შექმნის თაობაზე. ამაზე მეტყველებს ის საყოველთაო აგონია, რაც გამოიწვია ამ ბლოკის შექმნამ. ჩვენ დავიწყეთ უკვე კონკრეტული მოქმედება. დღეს გვქონდა შეხვედრა თბილისის 22 ოლქის შტაბებთან. ჩვენ უახლოეს დღეებში დავიწყებთ კონკრეტულ ღონისძიებებს”, - აღნიშნა კაციტაძემ.

 

 

პოლიტიკური მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა დღეს თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.    

 

 

ლიდერებმა თანაპარტიელებს წინა საარჩევნო სამოქმედო გეგმა გააცნეს, ასევე თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან საარჩევნო პროგრამის ძირითადი ნაწილები განიხილეს და თბილისის მაშტაბით კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმეს.    

 

 

პარტიაში აქტიურად მიმდინარეობს განხილვები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ახალ სიაზე. შეხვედრას გიორგი ვაშაძე, მამუკა კაციტაძე და ზურაბ ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 3
#3   ია ჩხაიძე
      
წარმატებებს გისურვებთ!
20 აგვისტო 2016 05:43
#2   მერაბი
      
მართალი ხარ მამუკა . ძალიან შეშინებულები არიან . წარმატებებს გისურვებთ
20 აგვისტო 2016 05:42
#1   დიმიტრი
      
პოლიტიკა არის ბრძოლა, არჩევნები არის ომი, ომში დემოკრატია ნაკლებად არის, ომში არსებობს ვერტიკალი და ამ ვერტიკალის და გადაწყვეტილების შესაბამისად კონკრეტული მოქმედებები, - განაცხადა კოალიცია ”სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთმა, ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

მამუკა კარგი სიტყვებია და საქმის არსს ზუსტად ასახავს. ახალ გაეთიანებას წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებ!
20 აგვისტო 2016 05:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი