"ქართული ოცნება" არის საქართველოში ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს რეალური შესაძლებლობა, ეს პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროს, - განაცხადა ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დმანისსა და წალკაში ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას.
"დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ღირსეულად გავართმევთ ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას თავს, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. უამრავი პროექტი, უამრავი პროგრამა იქნა განხორციელებული, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში. ჩვენი ერთსულოვნებით, ერთად დგომით ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ. ზუსტად პარტია "ქართული ოცნება" გახლავთ საქართველოში ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს რეალური შესაძლებლობა, ეს პრობლემები იყოს ეტაპობრივად მოგვარებული და რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად. მინდა, კახა ოქრიაშვილს ვუსურვო წარმატებები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვება იქნება არა მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების და აქტივისტების გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვება პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობასთან.
თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც პირველივე დღიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება, როდესაც გავერთიანდით ამ ადამიანის ირგვლივ, უკვე აქ იცავდით "ქართული ოცნების" ინტერესებს. მინდა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენგანს. მადლობა პარტიის თავმჯდომარეს, თითოეულ წევრს, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც მზად არის, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს, ჩვენ ხალხს. დარწმუნებული ვარ, იმ გზას, რომელიც ჩვენ 2012 წელს თქვენთან ერთად, სრულიად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად დავიწყეთ, ღირსეულად გავივლით",- აღნიშნა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.