პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ფოთის ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა: დადასტურდა მოძრაობის გარიგება ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც მიუღებელია ჩვენთვის
20-08-2016, 06:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა, ზაზა ჭურღულიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 


,,ჩემთან ერთად ორგანიზაცია დატოვეს ადამიანებმა, რომლებიც ვერ ეგუებიან ალიანსის შექმნას, ეს მათი სურვილი იყო. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დადასტურდა მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ გარიგება ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც პრინციპულად და კატეგორიულად მიღებელია ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან. დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი ”ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებისა და მის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა, მით უმეტეს, პოლიტიკური ბლოკისა თუ ალიანსის შექმნა. ვერანაირად და ვერასოდეს შედგება მასთან ჩემი რაიმე ფორმით ურთიერთობა და თანამშრომლობა, ღირებულებითი, მენტალური და ფსიქოლოგიური თავსებადობა. მე როგორც პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ჩემს გუნდთან და იმ ადამიანებთან ერთად ვტოვებ ორგანიზაციას, ვისთვისაც ღირებულებები და ფასეულობები უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზაზა ჭურღულიამ.

 

 

ზაზა ჭურღულიამ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტი 18 აგვისტოს დატოვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი