დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და სამედიცინო ცენტრ „გორმედს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და „გორმედის“ დირექტორმა გია სვანაძემ სოფელ ჭუბერის ამბულატორიას ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო ონის სამედიცინო ცენტრს ექოსკოპიის აპარატი გადასცეს.
"მაღალმთიან რაიონებში არსებული სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და თანამედროვე ტიპის ექოსკოპიის აპარატის გადაცემა სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო დროული და ეფექტური მომსახურება გაუწიონ მოსახლეობას და მათ შორის იქ მცხოვრებ დევნილებსა და ეკომიგრანტებს.
სამინისტრო უკვე 4 წელია „გორმედთან“ თანამშრომლობს და ამ ხნის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება ათეულობით დევნილს გაეწია, მათ შორის სრულიად უსასყიდლოდ ჩატარდა რთული და გადაუდებელი ოპერაციები", - ნათქვამია დევნილთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.