აბაშიძე-კარასინის პრაღის შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა 2011 წლის ხელშეკრულება იქნება
17-02-2015, 09:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზურაბ აბაშიძემ დღეს დაადასტურა, რომ მასსა და გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა თებერვლის ბოლოს პრაღაში გაიმართება. როგორც ცნობილია, აღნიშნული მოლაპარაკებების ფორმატი მას შემდეგ შეჩერდა, რაც რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობასთან მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.
 


როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიგორი კარასინთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ის ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა.

 

 

მისი თქმით, შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.

 


„ამ თვის ბოლოს კონკრეტული თარიღი დაზუსტდება, უახლოეს დღეებში გაიმართება მორიგი შეხვედრა ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში. ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელსაც იქ განვიხილავთ, გახლავთ ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს გაფორმდა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ. ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით შერჩეულია შვეიცარიული კომპანია „ეს-ჯე-ესი“, რომელმაც უნდა დააწესოს ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგი საქართველოსა და რუსეთს შორის.

 


ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმდინარეობდა მუშაობა კონტრაქტის ტექსტზე. ეს კონტრაქტი უნდა გაფორმდეს საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანიას შორის, ასევე რუსეთის მხარემაც ანალოგიური კონტრაქტი უნდა გააფორმოს შვეიცარიულ კომპანიასთან.

 


გათვალისწინებულია ისიც, რომ ჟენევაში ერთობლივი კომიტეტი უნდა შეიქმნას, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის მხარეები. ის მუშაობა, რომელიც 2011 წლიდან მიმდინარეობდა, პრაქტიკულად დასრულებულია და ახლა ჩვენ უნდა შევჯერდეთ რუსულ მხარესთან, თუ როდის ვიწყებთ პრაქტიკულ იმპლემენტაციას, როდის ვაწერთ ერთობლივად კონტრაქტებს ხელს შვეიცარიულ კომპანიასთან, შემდგომ იქმნება ეს ერთობლივი კომიტეტი, რომელიც ვახსენე და ამის მერე დაიწყება ამ ხელშეკრულების პრაქტიკული იმპლემენტაცია. ამ საკითხების გასარკვევად ჩვენ შევიკრიბებით პრაღაში, ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორები საქმის კურსში არიან, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი