გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, მასწავლებლები ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
"მე ვთქვი, რომ გაცილებით მეტი აქცენტი უნდა გაკედეს თვითონ კვალიფიკაციის ამაღლების პროცესზე, ვიდრე გამოცდებზე. არ შეიძლება, ტერორიზებული გყავდეს მთელი მასწავლებელთა კორპუსი - ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან რთულ პერიოდში გამოატარეს ჩვენი მომავალი თაობა და ძალიან ღირსეულად დაიცვეს თავიანთი პროფესიული ღირსება. ამიტომ ვფიქრობ, რა თქმა უნდა, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, ეს ხალხი ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ. საჭიროა მეტი აქცენტის გაკეთება მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე და არა - გამოცდებზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.