მარნეულის მუნიციპალიტეტში ახლადაშენებული “დებედა ჰესი” დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დაათვალიერეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრისა და მუშაობის შესახებ ინფორმაცია პრემიერს ინვესტორი კომპანია „ჰიდროლეას“ მმართველმა პარტნიორმა, რადოსლავ დუდოლენსკიმ მიაწოდა.
„დებედა ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 3,1 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება - 14 მლნ კილოვატ/საათი.
"ეს არის ბულგარელი ინვესტორის 4,2 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ეს მცირე ჰესია და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ჰესების განვითარება, იმიტომ რომ ისინი ძალიან მინიმალურ ზიანს აყენებენ გარემოს და ამ დროს იძლევიან დიდ შენატანს საქართველოს ენერგოსისტემასა და ენერგეტიკულ ბალანსში. ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ინვესტორები, როგორიც ჰყავს ჰიდროელექტროსადგურ დებედას, კიდევ უფრო მეტი იყოს. ამ ინვესტორს აქვს კიდევ რამდენიმე ახალი პროექტი, რომელშიც ჩვენ მხარს დავუჭერთ", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.