ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემას სპეციალური განცხადებით ეხმაურება
20-08-2016, 08:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურ ძალისხმევას ჩადებს და უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაღალი პროფესიული სტანდარტებით წარმართვას.

 

 

”გვინდა გამოვეხმაუროთ მედია საშუალებებით პოლიტიკური სუბიექტების მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და ცალკეულ შეფასებებს, რომლებიც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესს. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მოსაზრებები არ ემყარება დადასტურებულ გარემოებებს, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართოს აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, მშვიდ გარემოში.

 

 

ჩვენ მივიჩნევთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურ ძალისხმევას ჩადებს და უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაღალი პროფესიული სტანდარტებით წარმართვას, რისთვისაც ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა: უზრუნველყონ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ შეუფერხებლად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებსა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესს; არ დაუშვან რომელიმე პოლიტიკური მხარის მონაწილეობა და ჩარევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ კანონმდებლობით, პატივი სცენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ აღიარებულ პრინციპებს; გაითვალისწინონ პროცესისადმი ინტერესი და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში გაასაჯაროვონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შედეგები.

 

 

გვინდა მივმართოთ პოლიტიკურ სუბიექტებს და სხვა ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესის კანონიერ ჩარჩოებში წარმართვას, არ დაუშვან კომისიის საქმიანობაში ჩარევისა და ხელშეშლის ფაქტები, რომლებიც ცალკეულ ოლქებში დაფიქსირდა, არ გააკეთონ ისეთი შეფასებები, რომლებიც არ ემყარება ფაქტობრივ მასალებსა და გარემოებებს და რომელმაც შესაძლოა დამაზიანებლად იმოქმედოს პროცესის სანდოობაზე.

 


განსაკუთრებით აღსანიშნავია დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი, რათა აქტიურად დააკვირდნენ ზემოაღნიშნულ პროცესს და ხელი შეუწყონ მის ღიაობას და ობიექტურ ასახვას”, - ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი