ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ ბოლნისის მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ბოლნისში პრემიერმა და ვიცე პრემიერმა მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს.
„ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. მადლობა იმისთვის, რომ 2012 წელს ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად ქვეყანაში მოვახდინეთ გარდატეხა. ჩვენ დავამტკიცეთ ის, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ძალადობის, ტერორის, შანტაჟის გარეშე ქვეყნის მართვა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა ოჯახების გაუბედურების, დაშინებების გარეშე. ეს რეალობა ჩვენს მიერ არის შეცვლილი. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ დღეს საქართველოში თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უფლებები თანაბრად არის დაცული, მიუხედავად მათი განსხვავებული აზრისა, პოლიტიკური შეხედულებებისა. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ დღეს საქართველოში შესაძლებელია საარჩევნო კამპანიის ჩატარება თავისუფალ, მშვიდ, წყნარ გარემოში. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა გააცნოს თავიანთი ხედვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუ როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის განვითარება. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ხელკეტებით დევნა, ცემა-ტყეპა, შეურაცხყოფების მიყენება საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ეს სულ რაღაც ოთხი წლის წინ ხდებოდა და თითოეულმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავზე გამოსცადა თუ როგორი იყო საარჩევნო კამპანიის ჩატარება ასეთ პირობებში.
ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება ისეთი მთავრობები, რომლებიც დაუშვებს ძალადობას. ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც იქნება დაფუძნებული დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებზე. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის ქვეყნის ეკონომიკურად განვითარება. სწრაფი განვითარება, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“,- განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.