კახა კალაძე: არა მეგობრებო, ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პრობლემა - ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას
20-08-2016, 09:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მარნეულის მოსახლეობას გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

კახა კალაძემ მარნეულში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ერთობით, ერთსულოვნებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ყველა ერთად გაიმარჯვებს.

 

 

„ეს არ იქნება მხოლოს ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვება - ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი მოქალაქეების გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნება“ ის ერთადერთი პოლიტიკური გუნდია ქვეყანაში, რომელსაც აქვს შესაძლებლობები ყველა პრობლემა მოაგვაროს. ჩვენ უამრავი პროექტი, რეფორმა განვახორციელეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ბატონმა პრემიერმა ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით - ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს კმაყოფილები ვართ. არა მეგობრებო, ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პრობლემა, რაც აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

მარნეულში კახა კალაძემ და გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი