თბილისის საქალაქო სასამართლო სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის უფროსის, ზაზა სურმავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
სურმავას ადვოკატის, უშანგი მგელიძის განცხადებით, საქმე კრიმინალური წარსულის მქონე პირს და კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსს შორის ურთიერთდაპირისპირებას ეხება.
”საქმე გვაქვს კრიმინალური წარსულის მქონე პირისა და კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის ურთიერთდაპირისპირებასთან. არავითარი ნარკოტიკი, რომელიც ზაზა სურმავასგან იყოს ამოღებული, საქმეში არ არსებობს და არც სახელმწიფო ბრალდებას აქვს მსგავსი ბრალდება“, - აცხადებს უშანგი მგელიძე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის უფროსი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანაში დახმარების ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.