"ნაციონალურ მოძრაობას" ვურჩევ, სპეკულაციებს თავი დაანებოს და საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატის, იოსებ მაკრახიძის ნასამართლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
პრემიერის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირად ცდილობს, არათუ აღიაროს საკუთარი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე, არამედ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოყვნენ, წამოაძახოს კიდეც ნასამართლობა.
"300 ათასზე მეტი ადამიანი იყო გასამართლებული და რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს მოუწია დიდი წნეხის ქვეშ აღიარებითი ჩვენების მიცემაც. ეს საქმეები დაწყებულია დიდი ხნის წინ და ძალიან ბევრი ადამიანი მოყვა ამ წნეხის ქვეშ. იმის მაგივრად, რომ გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ ქვეყნის მოსახლეობას, ასე უტიფრად აგრძელებენ ადამიანების დადანაშაულებას. მე მაგალითად, მგონია, რომ იოსებ მაკრახიძისნაირი ადამიანი ნამდვილად ყველა გორელისთვის საამაყოა, რადგან მან იცის აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც არის გორის რაიონში და დარწმუნებული ვარ, იგი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ის არის ძალიან აქტიური ადამიანი და ანთებულია, რომ მოაგვაროს ყველა პრობლემა გორში.
მე, მაგალითად, მათ ადგილას, შემრცხვებოდა საკუთარ სიაში იმ გვარების ხილვა, რომლებიც მათ აქვთ. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ წინ დაუდებენ ბიულეტენებს, რომელშიც ძალიან ბევრი სამარცხვინო გვარი იქნება. არ მინდოდა ამ კონტექსტში პასუხის გაცემა, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი გვაიძულებენ, ამ კონტექსტში გადავიდეთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.