გიორგი კვირიკაშვილი: მიუხედავად ეროვნებისა, რელიგიური კუთვნილებისა, ყველა უნდა დადგეს ერთად, რათა მოვიტანოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები
20-08-2016, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიუხედავად ჩვენი ეროვნებისა, ჩვენი რელიგიური კუთვნილებისა, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა დადგეს ერთად, რათა მომავალი 4 წლის განმავლობაში მოვიტანოთ მნიშვნელოვანი, შეუქცევადი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის განვითარებაში,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გარდაბანში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - სავალან მირზოევი წარუდგინა და ქვეყნის მომავალი განვითარების გეგმა გააცნო.

 

 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გასული 4 წლის მანძილზე ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის, სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების კუთხით. მისივე განმარტებით, ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამები, რომლით სარგებლობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

 

 

“საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს და ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხრათ უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ასევე გადავდგით სწორი ნაბიჯები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ერთის მხრივ კიდევ უფრო დავუახლოვდით დასავლეთს და მეორე მხრივ ჩვენს სამეზობლოში განვახორციელეთ სწორი, პრაგმატული პოლიტიკა, რითიც შევძელით მიგვეღწია სტაბილურობისთვის,” - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მმართველ ძალას ქვეყნის მომავალი განვითარების კონკრეტული გეგმა გააჩნია, რის განხორციელებასაც “ქართული ოცნების” კვალიფიციური გუნდი შეძლებს.

 

 

“იმ მიზნით, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვიდეს კეთილდღეობა, ჩვენ გვყავს ყველაზე კვალიფიციური გუნდი წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტისთვის… მინდა მოგიწოდოთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. დღეს არის სწორი იდეალების, განვითარების გეგმის გარშემო მთელი ქვეყნის გაერთიანების დრო,” - განაცხადა პრემიერმა გარდაბნის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი