„ცენტრისტების“ წევრები თემურ ხაჩიშვილი და ლადო ბედუკაძე არჩევნებში მონაწილეობას „საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელების“ სახელით მიიღებენ.
„რა სახელით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და ვინ იქნება ჩვენი პარტიის ლიდერი, ამას ძალიან მალე გაიგებთ. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. რაც შეეხება ჩვენს გაერთიანებას, ეს რა თქმა უნდა გამოიწვია საერთო ღირებულებებმა და ფასეულობებმა. ჩვენზე მიმდინარეობს მიმანმიმართული ბრძოლა და ხელისუფლებას მოვუწოდებ ხელი არ შეგვიშალონ ისე, როგორც ამას ჰქონდა ადგილი.
სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაცადეს საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა სწორი ინფორმაცია, თუ რას განვახორციელებთ და ათწამიანი რეკლამის გამო დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა. ყველა ის დაპირება, რომელსაც ჩვენ გავცემდით, რჩება ძალაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით რუსეთის მონები, მაგრამ მათთან გვექნება კარგი ურთიერთობა. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ერთი წლის თავზე ყველა დევნილი დაუბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ ადგილს. არ გვექნება ოკუპირებული ტერიტორიები“, - აცხადებს თემურ ხაჩიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.