თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გაზიანტეპში ქორწილში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 94 კი დაჭრილია. თურქეთის პრემიერ მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჩანს, რომ თავდასხმა თვითმკვლელმა განახორციელა. ამის შესახებ BBC წერს.
თურქეთის მმართველი პარტიის პარლამენტის წევრმა "თვითერზე" დაწერა, რომ დიდი ალბათობით, თავდასხმის უკან "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები დგანან.
თურქული სააგენტო "ანადოლუს" ინფორმაციით, გაზიანტეპის გუბერნატორმა განაცხადა, რომ აკდერში "ტერორისტული აქტი" მოხდა. გაზიანტეპი სირიის საზღვრიდან დაახლოებით 64 კილომეტრში მდებარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.