ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ს ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისადმი და განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებლებსაც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.
ნულანდმა აღნიშნა, რომ აფხაზებს უფრო ნათელი მომავალი ევროპულ საქართველოში ცხოვრებით ექნებათ, "ვიდრე იარაღის ქვეშ ცხოვრებით".
"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს არის შეერთებული შტატების ურყევი პოზიცია ბოლო 20 წლის განმავლობაში და მომავალშიც ასეთი იქნება. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ გარკვეულწილად იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება სთავაზობს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებლებსაც. საქართველო ამით გახდება უფრო ძლიერი, უფრო თავისუფალი, უფრო ევროპული. ასევე უნდა მოხდეს აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებზე ამის გავრცელება, რათა ვაჩვენოთ მათ ის, რომ უფრო ნათელი და მდგრადი მომავალი ექნებათ აქ, საქართველოში და რომ ისარგებლონ ამ შესაძლებლობებით, რომელსაც ევროპა სთავაზობს, ვიდრე იარაღის ქვეშ ცხოვრებით", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.