თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გაზიანტეპში შაბათს, გვიან ღამით ქორწილში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 94 კი დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC გაზიანტეპის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზიანტეპის გუბერნატორმა მომხდარი შეაფასა, როგორც "ტერორისტული აქტია". მან თავდასხმას "ბარბაროსული" ქმედება უწოდა და აღნიშნა: "მაგრამ ღმერთის ნებით, ჩვენ მას გადავიტანთ".

თურქეთის პრემიერ მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჩანს, რომ თავდასხმა თვითმკვლელმა განახორციელა.

თურქეთის მმართველი პარტიის პარლამენტის წევრმა "თვითერზე" დაწერა, რომ დიდი ალბათობით, თავდასხმის უკან "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები დგანან, თუმცა ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
გაზიანტეპი სირიის საზღვრიდან დაახლოებით 64 კილომეტრში მდებარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.