აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო თურქეთში ექსპერტების ჯგუფს გააგზავნის, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შეისწავლის
21-08-2016, 02:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო უახლოეს მომავალში თურქეთში ექსპერტების ჯგუფს გააგზავნის, რომელიც აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შეისწავლის.

 

 

სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლება გიულენს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, მან ამერიკულ სამართალდამცავ ორგანოებს საკმარისი მტკიცებულება დღემდე ვერ წარუდგინა.

 

 

თურქეთის სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის დაპატიმრების ორდერი გასცა. მას ბრალად ედება ბრძანების გაცემა, რომლის მიხედვითაც 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალება უნდა განხორციელებულიყო.    

 

 

თავად გიულენი უარყოფს რაიმე სახის ჩართულობას სამხედრო გადატრიალების მცდელობაში. გიულენის თქმით, თუ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების 1/10-ს მაინც დაამტკიცებენ, პირობას დებს, რომ დაბრუნდება თურქეთში და უმკაცრესი სასჯელს მოიხდის.    

 

 

ფეთჰულაჰ გიულენი აშშ-ში 1997 წლიდან ცხოვრობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი